Accessibility links

რუსეთი მიესალმება აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მიესალმება უკრაინის გადაწყვეტილებას, ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სამხედრო ძალები განაგრძობენ ბრძოლას პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან. ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ არის „სამხედრო ზომა“ უშიშროების ძალებისათვის მოქმედების თავისუფლების უზრუნველსაყოფად. მანამდე პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული „ახალი მსხვერპლი“ რაიონებში, სადაც შეტაკებები გრძელდება. ლავროვის განცხადებით, სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა არის "გასაღები" აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ლავროვმა ამ საკითხზე ისაუბრა სანქტ პეტერბურგში, გერმანელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG