Accessibility links

logo-print

აშშ-სა და გაეროს აშფოთებთ ერაყში შექმნილი ვითარება


აშშ და გაერო გამოხატავენ შეშფოთებას მეამბოხეთა მიერ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის - მოსულის დაკავების გამო. რამდენიმედღიანი ბრძოლის შემდეგ დაჯგუფება - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებმა 10 ივნისს გამოაცხადეს, რომ აკონტროლებენ ქალაქ მოსულსა და ერაყის ჩრდილოეთის პროვინცია ნინევეს დიდ ნაწილს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები საფრთხეს უქმნიან მთელ რეგიონს. პსაკის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს „ძლიერ, კოორდინირებულ საპასუხო მოქმედებას ამ აგრესიის წინააღმდეგ“. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ერაყის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა „გამოიჩინონ ეროვნული ერთიანობა ერაყის წინაშე არსებული საფრთხის მიმართ“. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ პარლამენტს საგანგებო ვითარების გამოცხადების თხოვნით მიმართა. მიმდინარე წლის იანვრიდან „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს დაკავებული აქვთ ქალაქ რამადის რამდენიმე რაიონი და ახლომდებარე ქალაქ ფალუჯის დიდი ნაწილი.
XS
SM
MD
LG