Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში წყალდიდობას ემსხვერპლა 9 ადამიანი


ბრაზილიაში, შტატ პარანაში წყალდიდობის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები. წყალდიდობამ დააზარალა ასზე მეტი ქალაქი და დასახლებული პუნქტი. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა დატბორა გზები და შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა. დაზარალებულ ქალაქებს შორის არის პარანის შტატის დედაქალაქი კურიტიბა, სადაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში რამდენიმე მატჩი უნდა გაიმართოს. 26 ივნისს კურიტიბის სტადიონზე რუსეთის ნაკრები ალჟირის გუნდს ხვდება. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელმა ალვარო ბორბამ განაცხადა, რომ სტადიონი და საწვრთნელი ცენტრი წყალდიდობის შედეგად არ დაზიანებულა და რომ კურიტიბაში ბაზირებული ესპანეთის ნაკრები კი ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს წვრთნას.
XS
SM
MD
LG