Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკმა შეამცირა განვითარებადი ქვეყნების ზრდის პროგნოზული მაჩვენებელი


„ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და 5,3%-დან 4,8%-მდე ამცირებს. თუკი პროგნოზი გამართლდება, გამოვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელიწადს 5%-ს ვეერ აცდება. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის რეფორმები უნდა განახორციელონ. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში ისიც არის აღნიშნული, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2015 წელს მოიმატებს. მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებლის პროგნოზის შემცირების ფაქტორებს შორის მსოფლიო ბანკი ასახელებს უკრაინის კრიზისსა და ცუდ ამინდს აშშ-ში. ზოგიერთი ფაქტორი დროებით მოახდენს ზეგავლენას ეკონომიკის ზრდაზე და ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2015-2016 წლებში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 5,5% იქნება. ამას ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო ძლიერი ზრდა ბევრ მდიდარ ქვეყანაში, განსაკუთრებით - აშშ-სა და ევროზონის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG