Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას მეტ დროს აძლევს გაზზე შეთანხმების მისაღწევად


რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ უკრაინას მისცა კიდევ ერთი კვირა გაზის საფასურის წინასწარ გადახდის დაწყებამდე. ცნობების თანახმად, "გაზპრომის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ვადამ 16 ივნისამდე გადაიწია. მილერის ეს განცხადება მოჰყვა, მისივე თქმით, ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებას ევროკავშირის შუამავლობით. მოლაპარაკება დღეს განახლდა ბრიუსელში. ორი მხარე სხვადასხვა აზრისაა იმაზე, თუ რამდენი ვალი აქვს უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიას და რა ფასად უნდა დაუჯდეს უკრაინას მომავალში რუსეთიდან გაზის იმპორტი. "გაზპრომი" აცხადებს, რომ უკრინის კომპანია "ნაფტოჰაზს" მილიარდობით დოლარის ვალი დაუგროვდა და იმუქრება, რომ მას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს ვალის გასტუმრებამდე.
XS
SM
MD
LG