Accessibility links

logo-print

"უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ" იკისრა პასუხისმგებლობა კარაჩიში თავდასხმაზე


"უზბეკეთის ისლამურმა მოძრაობამ" იკისრა პასუხისმგებლობა ამ კვირაში პაკისტანში, ქალაქ კარაჩის აეროპორტზე მოწყობილ თავდასხმაზე. "უზბეკეთის ისლამური მოძრაობა" 11 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში იუწყება, რომ მისი 10 მებრძოლი დაიღუპა თავდასხმისას, რომელმაც კიდევ 27 ადამიანი შეიწირა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმით შური იძია ბოლოდროინდელი დაბომბვებისა და ღამის საჰაერო იერიშებისათვის, რომლებსაც პაკისტანის არმია ახორციელებდა. "უზბეკეთის ისლამური მოძრაობა" ავღანეთსა და პაკისტანში მოქმედებს და ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ს შეყვანილი ჰყავს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. პაკისტანის თალიბანის ცნობით, თავდასხმა იყო თალიბებისა და "უზბეკეთის ისლამური მოძრაობის" ერთობლივი ოპერაცია.
XS
SM
MD
LG