Accessibility links

logo-print

საია: წინასაარჩევნო გარემო გაუარესებულია 2013 წლის არჩევნებთან შედარებით


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგები. ამ, მეორე შუალედურ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო გარემო გაუარესებულია, მაგრამ ვითარება უკეთესია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ორგანიზაციის შეფასებით, არასაკმარისი და არაეფექტურია კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან მიმართებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების რეაგირება. 1 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით დაფიქსირდა სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის 52 ფაქტი, თავდასხმის - 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის - 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 9 ფაქტი. საქართველოში 15 ივნისს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები.
XS
SM
MD
LG