Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო სერბიას მოუწოდებს, დაიცვას ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, სერბიამ უნდა დაიცვას ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ლუკაშენკომ ეს მოსაზრება გამოთქვა სერბიის მედიასთან ინტერვიუში, რომელიც ბელგრადში მის ვიზიტამდე გამოქვეყნდა. ლუკაშენკოს თქმით, სერბიას, რომელიც გარშემორტყმულია ევროკავშირის ქვეყნებით, შეუძლია კარგი ურთიერთობა განავითაროს რუსეთთან და ბელორუსიასთანაც. ლუკაშენკომ აღნიშნა აგრეთვე, რომ ხედავს პროგრესს ევროკავშირთან მინსკის ურთიერთობაში. სერბიაში ვიზიტისას, ბელორუსიის პრეზიდენტი შეხვდება სერბ კოლეგა ტომისლავ ნიკოლიჩს და სხვა ოფიციალურ პირებს.
XS
SM
MD
LG