Accessibility links

პუტინი: უკრაინას ჩიხისაკენ მიჰყავს გაზის ფასზე მოლაპარაკება


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინას ჩიხისაკენ მიჰყავს გაზის საკითხზე მოლაპარაკება, შეღავათაინი ფასების მოთხოვნით. პუტინმა დღეს დაავალა პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს, გააფორმოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კიევისათვის ფასის 100 დოლარით დაწევას - 485-დან 385 დოლარამდე. ამასთან, პუტინი კიევს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინა უარს იტყვის ამ წინადადებაზე, რუსეთი გადავა "სხვა ეტაპზე კიევთან ურთიერთობაში". დღეს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ კიდევ ერთი კვირა მისცა უკრაინას გაზის საფასურის წინასწარ გადახდის დაწყებამდე. "გაზპრომის" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი მილერის განცხადებით, ვადამ 16 ივნისამდე გადაიწია.
XS
SM
MD
LG