Accessibility links

logo-print
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური დასახლების მიხედვით 12 ოლქში 340 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ყველაფერი გაკეთდა ეთნიკურ უმცირესობათა მეტი ჩართულობისთვის არჩევნებში, მაგალითად: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაიბეჭდა საარჩევნო მასალები, ითარგმნა სარეკლამო რგოლები და შესაბამისად მომზადდნენ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში. გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ისინი მეტს ისურვებდნენ ეთნიკურ უმცირესობათა მეტი ჩართულობისთვის.

იმის გარდა, რომ ცესკოს ვებსაიტზე ამომრჩეველთა ერთიანი სია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც არის ხელმისაწვდომი, ხოლო ცესკოს კონტაქტცენტრში ინფორმაციის მიღება სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეც არის შესაძლებელი, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა საარჩევნო ბიულეტენებიც. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ორენოვანი, ქართულ-აზერბაიჯანული საარჩევნო ბიულეტენები
საუბნო საარჩევნო კომისიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ კომისიის წევრთა რაოდენობამ 2 446 შეადგინა, მათ შორის, 62 % არის სომეხი და 37% - აზერბაიჯანელი; ავარიელი, რუსი და ოსი წევრების რაოდენობა, ჯამში, 1%-ს შეადგენს. მათ საარჩევნო ტრენინგები მათთვის გასაგებ ენაზე ჩაუტარდათ...
დაიბეჭდება 9 ოლქის 200 უბნისთვის; ქართულ-სომხური ბიულეტენები - 7 ოლქის 130-ზე მეტი უბნისთვის, ხოლო მარნეულის ოლქის ოთხი უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი - ქართულ -აზერბაიჯანულ-სომხური საარჩევნო ბიულეტენები. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებულობისა და ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდა 16 არასამთავრობო ორგანიზაცია. სპეციალური ტრენინგები გაიარეს კომისიის წევრებმა:

”საუბნო საარჩევნო კომისიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ კომისიის წევრთა რაოდენობამ 2 446 შეადგინა, მათ შორის, 62 % არის სომეხი და 37% - აზერბაიჯანელი; ავარიელი, რუსი და ოსი წევრების რაოდენობა, ჯამში, 1%-ს შეადგენს. მათ საარჩევნო ტრენინგები მათთვის გასაგებ ენაზე ჩაუტარდათ”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავს და გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია ახალქალაქის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ენობრივი ბარიერი არ არსებობს და, შესაბამისად, ის ვერავის შეუშლის ხელს არჩევანის გაკეთებისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

”სულ უფრო მეტი და მეტი კეთდება. მაგალითად, თუკი ტრენინგებზე ადრე მხოლოდ სახელმძღვანელოთი ვსარგებლობდით, ახლა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვეწოდება ბროშურების სახით - რომელ საათზე რა უნდა გაკეთდეს. სომხურ ენაზე გვაქვს ყველა საჭირო მასალა. სულ უფრო მეტი კეთდება იმისთვის, რომ მეტი გაიგონ, უკეთ გაიგონ და რომ შედეგი იყოს”.

არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსამზადებელი პროცესის გაუმჯობესება ყოველთვის შესამჩნევი იყო არნოლდ სტეპანიანისთვის და, როგორც ”საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროგრესი ახლაც ნათლად ჩანს, თუმცა ახლა მეტი ზრუნვაა საჭირო სამუშაოს ხარისხზე:
არნოლდ სტეპანიანი

არნოლდ სტეპანიანი

”ახლა უკვე საჭიროა, მეტი ვიფიქროთ ტრენინგების ხარისხზე კომისიის წევრებისთვის; ახლა დროა, ვიფიქროთ კომისიის წევრების უმცირესობათა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებაზე; დროა, ვიფიქროთ დროულად ინფორმაციის გავრცელებაზე უმცირესობებისთვის - ეს მხარეები არ არის მოწესრიგებული და არასოდეს არ იყო მოწესრიგებული... თუმცა, ალბათ, ყველაფერი ერთად ვერ გამოდის და დრო უნდა”.

არნოლდ სტეპანიანის თქმით, ყველაზე დიდ პრობლემას სამცხე-ჯავახეთსა თუ ქვემო ქართლში წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების არასათანადოდ ინფორმირება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამისა თუ სამოქმედო გეგმის თაობაზე. ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ჯგუფების (მისი სიტყვებით, აზრთა ლიდერების) დაპირისპირებაში ჩარევას უნდა მოერიდონ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციათა წარმომადგენლები, რადგანაც ეს ჩარევა ზოგჯერ სრულიად არაადეკვატურია და შეიცავს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG