Accessibility links

დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან


11 ივნისს დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან. საპროტესტო აქცია გამართეს იმ ორი პირის - დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას - ახლობლებმა, რომელთა მკვლელობის საქმეებიც ბოლო დღეებში გახსნილად გამოაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიახლოება, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც, ცნობების თანახმად, მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება. ცინდელიანისა და ქარდავას ახლობლები მოითხოვენ მკვლელობასთან კავშირის მქონე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას.
XS
SM
MD
LG