Accessibility links

დღევანდელ "დაბრკოლების ზოლში" გთავაზობთ: როგორ ახასიათებს უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას პროფესიონალი ქართველი სამხედრო, პოლოკოვნიკი არჩილ ცინცაძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება („ყველა სამხედრო სტრუქტურას, რომელიც ჩართულია ამ ეგრეთწოდებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში, სხვადასხვა პოლიტიკური კლანების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, რომლებიც საერთო ენას ვერ ნახულობენ“); საკუთარ სახელმწიფო დროშებში გახვეული რუსული და უკრაინული მედია და მწარე სიმართლე, რომელსაც მათ ქართველი სამხედრო ჟურნალისტი, ბაჩო ქორჩილავა ეუბნება („ამ კონფლიქტში სიმართლე მოკვდა. ეს არის ქვეყანა, რომელიც წავიდა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ არსად არ მივიდა. სადღაც სხვა დროშია გაჭედილი“); ასევე მოუსმენთ პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტ თეონა აქუბარდიას შეფასებას უსაფრთხოების გარემოზე, რომელშიც საქართველოს არმია იმყოფება.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG