Accessibility links

logo-print

აშშ ერაყის მთავრობას დახმარებას სთავაზობს ვითარების გაუარესების ფონზე


აშშ-მა შეშფოთება გამოხატა ერაყში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების მზარდი გაუარესების გამო და ერაყის მთავრობას „ყველა სახის საჭირო დახმარების“ გაწევას დაპირდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის ამ განცხადებას წინ უძღოდა ერაყში ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფის, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქვეყნის ცენტრში მდებარე ქალაქ თიქრითის დაპყრობა. ერთი დღით ადრე ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ერაყის სიდიდით მეორე ქალაქზე, ჩრდილოეთში მდებარე მოსულზე. თურქეთმა ნატოს საგანგებო სხდომის გამართვა სთხოვა მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ჯგუფის წევრებმა მოსულში თურქეთის 80 მოქალაქე აიყვანეს მძევლად. ამ ჯგუფის მებრძოლებს იანვრის შემდეგ დაკავებული აქვთ ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის ნაწილი და ახლოს მდებარე ქალაქ ფალუჯის დიდი მონაკვეთი.
XS
SM
MD
LG