Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში


ბრაზილიაში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოს 32 ქვეყნის ნაკრები იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ჩემპიონატის გამხსნელი მატჩი საო პაულოში ჩატარდება. 12 ივნისს ერთმანეთს შეხვდებიან ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები. ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, ბიუჯეტის გადახარჯვის, მშენებლობის შეყოვნებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. რუსეფის განცხადებით, ბრაზილია „გაშლილი ხელით“ ეგებება ფეხბურთის 600 ათას გულშემატკივარს. ბრაზილიამ დახარჯა 11 მილიარდი დოლარი 12 სტადიონის გასაახლებლად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
XS
SM
MD
LG