Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერმა აშშ-ს მიმართა სამხედრო დახმარების თხოვნით


ამერიკული მედიის თანახმად, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ აშშ-ს მიმართა თხოვნით - განიხილოს ერაყის ტერიტორიაზე ისლამისტ მეამბოხეებზე ჰაერიდან იერიშის საკითხი. ამერიკისა და ერაყის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, „ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ ამ დრომდე ბარაკ ობამას ადმინისტრაციას არ გამოუხატავს აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებისთვის მზადყოფნა. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ განიხილავს ერაყის არმიისთვის დახმარების გაწევის რამდენიმე ვარიანტს.
XS
SM
MD
LG