Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოწოდება გავრცელდა


„სი-ენ-ენი“ იუწყება დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელ აბუ მუჰამედ ალ-ადნანის სახელით ჩანაწერის გავრცელებაზე. ადნანი დაჯგუფების მეომრებს მოუწოდებს ერაყის გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებისკენ: „განაგრძეთ სვლა, რადგან ბრძოლას ჯერ არ მიუღწევია პიკისთვის... ეს მოხდება ბაღდადსა და ქარბალაში. იყავით ამისთვის მზად... არ დათმოთ არც ერთი მტკაველი მიწა, რომელიც გაათავისუფლეთ“, - ისმის 17 წუთიან ჩანაწერში, რომელიც დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ვებსაიტზე ოთხშაბათს ღამით გამოქვეყნდა. „სი-ენ-ენი“ ვერ ადასტურებს ჩანაწერის ავთენტურობასა და ჩაწერის დროს.
XS
SM
MD
LG