Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 14 მეამბოხე მოკლეს საჰაერო იერიშის შედეგად


პაკისტანის ჩრდილოაღმოსავლეთში, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელებული სამი დარტყმის შედეგად 14 მეამბოხეა მოკლული. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, სამივე დარტყმა მეამბოხეთა მანქანებზე იყო მიმართული. მიმდინარე წელს ეს აშშ-ის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე განხორციელებული პირველი იერიშია. ჯერჯერობით უცნობია დახოცილი მეამბოხეები სხვა ქვეყნებიდან იყვნენ, თუ - ადგილობრივი თალიბები. საჰაერო იერიში მოჰყვა პაკისტანის „თალიბანის“ მიერ იმის დადასტურებას, რომ 8 ივნისს კარაჩის აეროპორტზე იერიშში უზბეკი მეამბოხეებიც მონაწილეობდნენ. აეროპორტზე იერიშს სულ ცოტა 37 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების მიერ იერიში ბოლოს 2013 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა. მედიის თანახმად, ასეთი იერიშები პაკისტანის მთავრობის თხოვნით შეჩერდა.
XS
SM
MD
LG