Accessibility links

12 ივნისს "რუსეთის დღე" აღინიშნება


12 ივნისს რუსეთში მთავარი სახელმწიფო დღესასწაული „რუსეთის დღე“ აღინიშნება. 1990 წლის 12 ივნისს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო „დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. 2002 წლამდე ამ დღეს „რუსეთის დამოუკიდებლობის დღე“ ერქვა. ოფიციალურ საიტებზე „რუსეთის დღეს“ უწოდებენ „კანონსა და სამართლიანობაზე დამყარებულ თავისუფლების, სამოქალაქო მშვიდობისა და ყველა ხალხის თანხმობის“ ზეიმს. 12 ივნისს რუსეთის ქალაქებში იმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიებები. მხოლოდ მოსკოვში დღეს დაახლოებით 250 ღონისძიებაა დაგეგმილი. „რუსეთის დღე“ წელს ყირიმშიც აღინიშნება. „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 49%-მა იცის 12 ივნისის დღესასწაულის ზუსტი სახელწოდება.
XS
SM
MD
LG