Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი ბანკმა" აქციები გაიტანა ლონდონის საფონდო ბირჟაზე


"თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზება განახორციელა. განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. "თიბისი ბანკის" ოფიციალურ წარდგენას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით: "ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების წინაპირობას". ეს არის ქართული კომპანიის მიერ აქციების ყველაზე მასშტაბური განთავსება საფონდო ბირჟაზე.
XS
SM
MD
LG