Accessibility links

logo-print

კოტე სურგულაძე: სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, დაინახონ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შანსი


კონსტანტინე სურგულაძე

კონსტანტინე სურგულაძე

საქართველოს დღეების ფარგლებში, 9-12 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა დიასპორის საკითხების სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, რომელმაც ჩეხეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წევრებთან შეხვედრაზე იმ სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მუშაობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა უცხოეთში მცხოვრები სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორში, საზაფხულო სკოლების ორგანიზება უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისათვის და დიასპორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილებზე საკვირაო სკოლების ორგანიზება. კოტე სურგულაძე, ვიზიტის ფარგლებში, რადიო თავისუფლების შტაბბინას ესტუმრა და ინტერვიუ მისცა ქართულ რედაქციას.
XS
SM
MD
LG