Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაროზუ: ვიმედოვნებ, ეს არჩევნები იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან


ჟოზე მანუელ ბაროზუ, გიორგი მარგველაშვილი
ჟოზე მანუელ ბაროზუ, გიორგი მარგველაშვილი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ იმედოვნებს, რომ საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შესახებ ბაროზუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ძალზე ბევრი რეკლამაა გზებზე, აეროპორტში, არის საარჩევნო აგიტაცია. იგრძნობა დინამიკა, ეს არის დემოკრატიის დინამიკა. ვიმედოვნებ, ეს არჩევნები იქნება სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნა ბაროზუმ. მისივე თქმით, ახლა საქართველოსთვის ძალიან საინტერესო დროა და ის დარწმუნებულია, რომ რეფორმების განხორციელება ქვეყანას საშუალებას მისცემს, მოხდეს საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმირება.
XS
SM
MD
LG