Accessibility links

დღეს საქართველოს ეწვევა ევროკომისიის პრეზიდენტი


დღეს თბილისს ეწვევა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება და საინვესტიციო კონფერენციას გახსნის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ორი კვირით ადრე თბილისში ჟოზე მანუელ ბაროზუს ვიზიტი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა. ზალკალიანის ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ევროკავშირის დირექტორატების ხელმძღვანელები და ევროპის საინვესტიციო და რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. „მართალია, ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ახლოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით არ განისაზღვრება. ინტერვიუს ევროკომისიის პრეზიდენტთან გაზეთი 16 ივნისის ნომერში გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG