Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა გადადო მსჯელობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე


ერაყის პარლამენტმა გადადო საგანგებო სხდომა, რომელიც დღეს იყო დანიშნული და რომელზეც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე უნდა ემსჯელათ, სუნიტი ექსტრემისტების შეტევის ფონზე. დღევანდელ სხდომაზე კვორუმი არ შედგა და გადაიდო. პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა, ნური ალ-მალიქიმ მიმართა თხოვნით მთავრობას გაუზარდოს უფლებამოსილება, რათა ექსტრემისტებთან უფრო ეფექტიანად მოხერხდეს ბრძოლა. „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული ჯგუფის წევრებმა 11 ივნისს კონტროლი დაამყარეს ქალაქ თიქრითზე, ერთი დღით ადრე კი მოსულს დაეპატრონენ და თურქეთის 80 მოქალაქე აიყვანეს მძევლად. ისინი აცხადებენ, რომ ახლა მათი იერიშის სამიზნე ბაღდადი გახდება. 12 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოც იმსჯელებს ერაყში შექმნილ ვითარებაზე.
XS
SM
MD
LG