Accessibility links

logo-print

ფრიდომ ჰაუსი: რუსეთი საკვანძო როლს თამაშობს პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის გაუარესებაში


ახალ ანგარიშში ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი აცხადებს, რომ რუსეთმა პოსტ-საბჭოთა სივრცეში მდებარე ქვეყნებში შარშან „რეპრესიების ახალი, შემაშფოთებელი ხარისხი“ გამოიწვია. გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიში, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ დემოკრატიის საშუალო მაჩვენებელი გაუარესდა 2013 წელს. ეს ტენდენცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში უცვლელადაა შენარჩუნებული. ყოფილ საბჭოთა კავშირში, ბალკანეთში და ცენტრალურ ევროპაში გაიზარდა კორუფციის მაჩვენებელი. ყოფილ საბჭოთა სივრცეში გარკვეული დადებითი ტენდენციებიც აღინიშნა - უკრაინასა და ყირგიზეთში 2013 წელს ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება. პოზიტიური ნიშნები იყო ბალკანეთშიც, მათ შორის პრიშტინასა და ბელგრადს შორის ნაყოფიერი მოლაპარაკება კოსოვოელი სერბების მდგომარეობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG