Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ ვაზირისტანში სავარაუდოდ აშშ-ის საჰაერო შეტევას 14 ექსტრემისტი ემსხვერპლა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთის თემურ რეგიონში, ჩრდილოეთ ვაზირისტანში სავარაუდოდ აშშ-ის სამი უპილოტო თვითმფრინავით შეტევა განხორციელდა, რასაც, გავრცელებული ცნობებით, შეეწირა 14 ექსტრემისტი. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, სამივე შეტევის სამიზნე იყო მანქანები, რომლებითაც სავარაუდო ექსტრემისტები გადაადგილდებოდნენ. როგორც იუწყებიან, მიმდინარე წელს ეს უშუალოდ პაკისტანში პირველი ასეთი შეტევაა აშშ-ის მხრიდან. ჯერჯერობით გაურკვეველია დახოცილები უცხოელი ექსტრემისტები იყვნენ თუ ადილობრივი თალიბანის წევრები. თავდასხმის ფონია პაკისტანის თალიბანის მხრიდან დადასტურება, რომ 8 ივნისის ღამეს კარაჩის აეროპორტზე შეტევაში უზბეკი ექსტრემისტებიც მონაწილეობდნენ. აეროპორტზე თავდასხმას სულ მცირე 37 ადამიანი შეეწირა. პაკისტანის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავებით ბოლო შეტევა 2013 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა და მას ექსტრემიზმში სამი ეჭვმიტანილი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საჰაერო იერიშები დროებით შეჩერებული იყო პაკისტანის მთავრობის თხოვნის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG