Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: 80-დან 76 შემთხვევაში არ დასტურდება საარჩევნო სუბიექტებზე ზეწოლა


საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია და პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეამოწმა. პროკურატურის ცნობით, 80-დან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანდიდატურების მოხსნა სამართალდამცავების, ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგი იყო. საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან ერთვის რამდენიმე კონკრეტული პირის გამოკითხვის ოქმი. რაც შეეხება ოთხ დადასტურებულ შემთხვევას, პროკურატურის განმარტებით, ამ ფაქტებზე დაიწყო გამოძიება ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მუხლით. საქართველოს პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიება გრძელდება მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების ავტორთა დასადგენად.
XS
SM
MD
LG