Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: უკრაინის კრიზისის განმუხტვის საქმეში „პროგრესი არ არის“


რუსეთის თანახმად, ის „სულ უფრო მეტად“ შეშფოთებულია იმით, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის აღკვეთის საქმეში „არანაირი პროგრესი არ არის“. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ამ შინაარსის სიტყვები რუსეთის მედიაში ვრცელდება. ლავროვი გამოდის მოწოდებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება უკრაინის ჯარის მიერ „განურჩეველი იარაღის“, მათ შორის აალებადი ბომბების გამოყენების შესახებ ცნობების გარშემო. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე არ განიხილავს უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას, ვინაიდან ვითარება ჯერ „ასე შორს“ არაა წასული. ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგენს რეზოლუციის პროექტს უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს განახორციელოს კრიზისის განმუხტვის მიზნით ეუთოს მიერ შემუშავებული გეგმა.
XS
SM
MD
LG