Accessibility links

logo-print

წულუკიანი: უნდა გაირკვეს, ენმ–ის მიერ კანდიდატების დაყენება და მოხსნა დაგეგმილი ხომ არ იყო


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გაარკვიოს „ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით“. როგორც წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს ეჭვი გაჩნდა პროკურატურის მიერ წინასაარჩევნო ზეწოლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმების პროცესში გამოკვეთილი შემაშფოთებელი ფაქტების საფუძველზე. პროკურატურის ინფორმაციით, მოკვლევა ჩატარდა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტზე. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები და გაუწყოთ, რომ 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს“ - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG