Accessibility links

გარდაბნის თბოელექტროსადგურში გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო


გაზის ტურბინების მონტაჟის დაწყება ოფიციალურად გაიხსნა

გაზის ტურბინების მონტაჟის დაწყება ოფიციალურად გაიხსნა

დღეს გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო. საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. „რაც მთავარია, მოხდა General Electric-ის გაზის ტურბინების წარმატებული და დროული ტრანსპორტირება სამშენებლო მოედანზე და დაიწყო მათი მონტაჟი, რაც ასეთი ტიპის პროექტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია“, - აღნიშნა მან. „საპარტნიორო ფონდმა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ თბოსადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყეს და მისი დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება. სადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია, რომელიც ფინანსდება „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობას ცნობილი თურქული კომპანია - „ჩალიკ ენერჯი“ ახორციელებს.
XS
SM
MD
LG