Accessibility links

logo-print

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენლად ნომინირებულია ჰერბერტ ზალბერი


სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლად ნომინირებულია ჰერბერტ ზალბერი. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ზალბერის კანდიდატურა წამოაყენა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა და შემდეგ მას კავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. ზალბერი ამ პოსტზე ოფიციალურად უნდა დანიშნოს ევროკავშირის საბჭომ, რის შემდეგაც ის ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარეობას გაუწევს ჟენევაში 17-18 ივნისს დანიშნულ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ზალბერი გერმანელი დიპლომატია და ნამუშევარი აქვს ბელგრადში, ვენასა და მოსკოვში. ის სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ალმა-ათაში მდებარე ეუთოს ცენტრს და ასევე იყო ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი.
XS
SM
MD
LG