Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა: აშშ ერაყისათვის დახმარების ყველანაირ შესაძლებლობას განიხილავს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ერაყში განვითარებულ მოვლენებს და განიხილავს ყველანაირი დახმარების შესაძლებლობას, რათა ერაყმა წარმატებას მიაღწიოს ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში. მისი თქმით, ერაყი საჭიროებს მეტ დახმარებას აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია ვაშინგტონს. დახმარების შესახებ განცხადება ბარაკ ობამამ თეთრ სახლში 12 ივნისს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი აბოტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ერაყისა და ლევანტის ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლებმა მიმდინარე კვირის განმავლობაში ერაყის დიდ ქალაქებზე - მოსულსა და თიქრითზე დაამყარეს კონტროლი.
XS
SM
MD
LG