Accessibility links

logo-print

პოროშენკომ პუტინთან საუბარში გააპროტესტა რუსეთის ჩარევა აღმოსავლეთ უკრაინაში


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დაუშვებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ტანკებმა რუსეთის მხრიდან გადალახეს უკრაინის საზღვარი. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო იტყობინება, პეტრო პორიშენკომ საკუთარი პროტესტი რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარში გამოხატა. მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონში რუსეთის მხრიდან შევიდა სამი ტანკი და სხვა სახის სამხედრო მანქანები. მინისტრის, არსენ ავაკოვის თქმით, ტანკები და სხვა დაჯავშნული მანქანები უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებული გამშვები პუნქტიდან შევიდა. მისი თქმით, ტანკები დონეცკის რეგიონში, ქალაქ სნიჟნიეს საზღვარზე იყო და შემდეგ გორლივკაში გადაინაცვლა, სადაც მათზე მთავრობის ძალებმა მიიტანეს იერიში. მინისტრის თქმით, კოლონა განადგურებულ იქნა, მაგრამ შეტაკებები გრძელდება. ავაკოვის თქმით, ტანკები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა მოსკოვის დაპირების მიუხედავად, რომ საზღვრებზე გაამკაცრებდა კონტროლს. რუსეთი უარყოფს სეპარატისტებისთვის დახმარების გაწევას.
XS
SM
MD
LG