Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოუ ბერგდალი გერმანიიდან აშშ-ში გაემგზავრა


ამერიკელმა სამხედრომ - ბოუ ბერგდალმა დატოვა სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში და აშშ-ში გაემგზავრა. ბერგდალმა 5 წელი გაატარა თალიბების ტყვეობაში და ახლახან აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ხუთ ტუსაღზე გაცვლის შედეგად გაათავისუფლა. დღეს ბოუ ბერგდალი ტეხასის შტატის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში ჩავა და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ბერგდალი ავღანეთში თალიბების ტყვეობაში მოხვდა 2009 წელს, დაუზუსტებელი გარემოებებში. მას შემდეგ ის პაკისტანში ჰყავდათ და როგორც ირწმუნება, აწამებდნენ. მაისის ბოლოს ის ტერორიზმში ეჭვმიტანილ ხუთ თალიბში გაცვალეს. ამ ფაქტის გამო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძლიერი კრიტიკის ობიექტად იქცა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირწმუნება, რომ ეს იყო სამხედრო ტყვეების გაცვლა. ოპონენტები მას ტერორისტებთან გარიგებასა და კონგრესის გაუფრთხილებლობაში სდებენ ბრალს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა მიმდინარე კვირაში კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ბერგდალი იდეალური მეთოდებით არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა, აშშ-ს არ შეეძლო უბედურებაში ჩავარდნილი თავისი სამხედროს მიტოვება. პენტაგონის განცხადებით, მიმდინარეობს ბერგდალის ტყვედ ჩავარდნის გარემოებების გამოძიება. ჯერჯერობით ბერგდალი არ დაუკითხავთ.
XS
SM
MD
LG