Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის ექსპერტი - "კაპიკის გადახდა არ შეიძლებოდა" "გაზპრომისთვის"


უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო საკითხებში ბოგდან სოკოლოვსკი თვლის, რომ უკრაინას არ უნდა გადაეხადა „გაზპრომისთვის“ ბუნებრივ აირზე დავალიანება. სოკოლოვსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ ეს გაართულებს საქმის განხილვას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში. „რაც უნდა იყოს, ჩვენ ვალის ნაწილი დავფარეთ. 786 მილიონი კი არა, ერთი ცენტიც რომ ყოფილიყო, რუსეთი მაინც მიაღწევდა დასახულ მიზანს. ამრიგად, ჩვენ დე ფაქტო ვაღიარეთ კონტრაქტი და სტოკჰოლმის სასამართლო ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავაყენეთ. ასე პროცესი უსასრულოდ დიდხანს გაგრძელდება. აღნიშნული თანხის გადარიცხვამდე სასამართლოში მოგების მაღალი შანსები გვქონდა. თანხის გადარიცხვის შემდეგ კი შანსები არსებითად შემცირდა“, - თვლის ექსპერტი. ბოგდან სოკოლოვსკიმ უკრაინის პრემიერიც გააკრიტიკა: „ჩვენი პრემიერი თავიდან ერთს ამბობს და მერე კი თანხას იხდის. ამ ფულით შემდეგ აქ ტანკებით ჩამოდიან რუსი ჯარისკაცები და ჩვენს შვილებს ხოცავენ. ეს არის მთელი სიმართლე“.
XS
SM
MD
LG