Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა შეცვალა მთავრობის 7 წევრი


13 ივნისს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა 7 მინისტრი შეცვალა. მას სურს დაიბრუნოს ხალხის ნდობა, რომელიც აპრილში ბორნის კატასტროფის შემდეგ ძალიან დაეცა. პარკ ჯუნ-ჰიმ უკვე დაასახელა ახალი პრემიერ-მინისტრი და შეცვალა თავდაცვისა და დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები. ცვლილებებია ფინანსთა, უშიშროებისა და სახელმწიფოს მართვის სამინისტროებშიც. ბორნის ჩაძირვის ტრაგიკულმა შემთხვევამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოპულარულობა კი დააზარალა, მაგრამ მისი კონსერვატიული პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მიმდინარე თვეში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა.
XS
SM
MD
LG