Accessibility links

უკრაინის მედია: გადადგა უკრაინის სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი


უკრაინის მედიის ცნობით, გადადგა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსი ნიკოლაი ლიტვინი. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. ჟურნალისტმა გრიგორი ჟიგალოვმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ აქტივისტებმა, რომლებიც ხუთშაბათს ლიტვინის გადადგომის მოთხოვნით სასაზღვრო უწყების პიკეტირებას ახორციელებდნენ, თავისას მიაღწიეს. ხუთშაბათს დილით „მაიდნის“ ასამდე აქტივისტი ცდილობდა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის შენობაში შეჭრას. ისინი სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ კორუფციასა და აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის უუნარობაში.
XS
SM
MD
LG