Accessibility links

გაუჩინარებული თვითმფრინავის მგზავრების ოჯახებს გადასცეს პირველადი კომპენსაციები


„ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავის მგზავრების ოჯახებს პირველადი კომპენსაციის სახით 50-50 ათასი დოლარი გადაეცათ. ამ დროისთვის თანხა მიიღეს 6-მა მალაიზიურმა და ერთმა ჩინურმა ოჯახმა. სადაზღვევო კომპანიები კიდევ 40 ჩინური ოჯახის განცხადებას იხილავენ. 239 დაკარგული მგზავრის ოჯახები წევრები კომპენსაციის სახით, თითოეული 175 ათას დოლარს ითხოვს. რეისი MH370, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა, 8 მარტს გაუჩინარდა. თვითმფრინავის რაიმე კვალი ნაპოვნი არ არის. მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰამზა ზაინუდინმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავი ჯერ კიდევ ოფიციალურად არ გამოცხადებულა დაკარგულად და კომპენსაციების სრულად დაფარვა მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მალაიზიის ავიახაზების დამზღვევია კონსორციუმი, რომლის სათავეშიც გერმანული „ალიანც“-ია. დაკარგული თვითმფრინავის მგზავრთა ნათესავების ნაწილი კვლავაც არ აღიარებს დაღუპულად თავის ახლობლებს. ოჯახების ერთი ჯგუფი კი ცდილობს თანხის შეგროვებას თვითმფრინავის გაუჩინარების შემთხვევის გამოსაძიებლად. ექსპერტები, რომლებიც განაგრძობენ თვითმფრინავის საძიებო ოპერაციას, ფიქრობენ, რომ კატასტროფა მოხდა ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის ქალაქ პერთიდან ჩრდილო-დასავლეთით, ასობით მილის დაშორებით.
XS
SM
MD
LG