Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს ბუნებრივი არის საკითხში მოსკოვ-კიევის მოლაპარაკებების იმედი აქვს


ევროკავშირის ენერგეტიკული საკითხების კომისარი გიუნტერ ოტინგერი იმედოვნებს, რომ 14 ივნისს განახლდება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკითხში შეთანხმების მისაღწევად. 13
ივნისს ლუქსემბურგში საუბრისას, ოტინგერმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის საკითხების მინისტრებით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი არ აპირებს არანაირი შეხვედრაში მონაწილეობას, ვიდრე უკრაინა დადგენილ ვადაში არ გადაიხდის მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს. ბოლო მოლაპარაკება მხარეებს შორის 11 ივნისს ჩაიშალა ბრიუსელში მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა მოსკოვის შეთავაზებულ წინადადებაზე 1000 კუბურ მეტრ გაზში 385 დოლარი გადაიხადოს. რუსული კომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ შეამცირებს ბუნებრივი აირის მიწოდებას, თუ 16 ივნისისათვის უკრაინა მოხმარებული გაზის დავალიანებას 2 მილიარდ დოლარს არ გადაიხდის.
XS
SM
MD
LG