Accessibility links

logo-print

სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს დადგენილება


საყდრისის საბადოსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის შეჩერების თაობაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შარშან ივლისში მიღებული დადგენილება ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამათავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" სარჩელი და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით მიიღო, რადგან საკითხი 11 წევრიანმა კომისიამ არექოლოგიური საბჭოს გარეშე განიხილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება კულტურის სამინისტროს სააპელაციო სასამართლოში შეუძლია.
XS
SM
MD
LG