Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისმა ხელმძღვანელმა და კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვეს. ამ თემაზე განმარტებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძე დაადასტურა თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. "გიდასტურებთ, რომ თანამდებობიდან წავედი. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება", - განუცხადა ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ლაშა აბაშიძემ, თუმცა, გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG