Accessibility links

logo-print

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს გამო


ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო უარყოფით ზომებს არ მიმართოს - განაცხადა დღეს თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს, მაგრამ ხელს არ შეუშლის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შროის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში. „ჩვენ გვწამს ღია საზოგადოების, ღია ეკონომიკისა და რეგიონალიზმის და არ ვიღწვით საქართველოსთან ექსკლუზიური ურთიერთობებისთვის“ - განაცხადა ბაროზუმ. ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა მთელი რეგიონისთვის მომგებიანია. ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ შესაბამისი პირობების შესრულების შემდეგ, ასოცირების შეთანხმების უპირატესობებით სარგებლობა შეუძლიათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებსაც.
XS
SM
MD
LG