Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენცია


თბილისში მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენცია, რომლის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მიმართეს. საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, ევროკომისიის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები. საინვესტიციო კონფერენციის მონაწილენი ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე მსჯელობენ. კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობს პარალელური სექტორული სესიები, რომლებზეც განიხილება საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობები საფინანსო, ტურიზმის, მრეწველობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. კონფერენციის გახსნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხელი მოაწერეს 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხიდან 8 მილიონი ევრო საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად დაიხარჯება და 200 ათასამდე მოქალაქისთვის წყლის უწყვეტად მიწოდებას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG