Accessibility links

logo-print

უკრაინის სამთავრობო ჯარებმა ქალაქ მარიუპოლზე დაამყარეს კონტროლი


უკრაინის მთავრობის ცნობით, სამხედრო ოპერაციiს მსვლელობის დროს სამთავრობო ჯარებმა სეპარატისტებისაგან გაწმინდეს ქალაქი მარიუპოლი და უკრაინის დროშა აღმართეს ადმინისტრაციის შენობის თავზე, - ამის შესახებ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვმა დაწერა. პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობა არ ადასტურებს კონტროლის დაკარგვას ქალაქზე, თუმცა მათ აღიარეს რომ ბრძოლაში დაკარგეს რამდენიმე მებრძოლი და იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ შენობა, რომელშიც მათi სამხედრო შტაბი იყო განლაგებული. ამ ბრძოლებში, როგორც სეპარატისტები იუწყებიან, მათ გაანადგურეს უკრაინის ეროვნული გვარდიის კუთვნილი სადესანტო ჯავშანმანქანა, რის შედეგადაც „ბევრი“ უკრაინელი მებრძოლი დაიჭრა. სააგენტო „ინტერფაქსი“ კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ სტეფანოვკაში გაანადგურეს 40-ზე მეტი მეამბოხეი, რომლებსაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი გადაჰქონდათ.
XS
SM
MD
LG