Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორმა მაღალი რანგის მოხელემ


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვანო მაჭავარიანის და ლაშა აბაშიძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოაქვეყნა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით. იმავე დღეს ასევე საკუთარი ინიციატივით დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისმა უფროსმა, ლაშა აბაშიძემ. უცნობია, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ერთდროულად ორივე მაღალი რანგის მოხელემ.
XS
SM
MD
LG