Accessibility links

logo-print

არჩევნები ყველასათვის


13 ივნისს ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქცია გამართა. აქციით კოალიციის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოუწოდეს, აუცილებლად წავიდნენ 15 ივნისის არჩევნებზე. საარჩევნო უბნამდე მისაღწევად მათ შეუძლიათ, ცესკოს ცხელ ხაზზე დარეკვით გამოიძახონ მობილური ჯგუფები, რომლებიც მობილური პანდუსების მეშვეობით შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დანიშნულების ადგილას მიიყვანონ.

XS
SM
MD
LG