Accessibility links

ფეხბურთი: ჰოლანდიელებმა მსოფლიო ჩემპიონი გაანადგურეს


ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე სენსაციით აღინიშნა: მსოფლიოსა და ევროპის ამჟამინდელმა ჩემპიონმა, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა, დიდი ანგარიშით (1:5) დათმო შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრებთან. ამრიგად, ჰოლანდიელებმა ღირსეული რევანში აიღეს ესპანელებთან ოთხი წლის წინანდელი მარცხისთვის, რომელმაც მათ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოუტანა. „ბ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებიან ჩილესა და ავსტრალიის ნაკრები გუნდები. დღესვე გაიმართა კიდევ ორი მატჩი. „ა“ ჯგუფი: მექსიკა - კამერუნი 1:0, „ბ“ ჯგუფი: ჩილე - ავსტრალია 3:1.
XS
SM
MD
LG