Accessibility links

logo-print

ავიადარტყმა განხორციელდა გორლოვკის მილიციის სამმართველოს შენობაზე


შაბათს ავიადარტყმა განხორციელდა გორლოვკის მილიციის საქალაქო სამმართველოს შენობის წინააღმდეგ, რომელიც სეპარატისტებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. შედეგად ხანძარი გაჩნდა მესამე და მეოთხე სართულებზე. გორლოვკის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვის განყოფილების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. სეპარატისტების ცნობით შაბათ დილას ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა განახორციელა დარტყმა და შემდეგ გაფრინდა.
XS
SM
MD
LG