Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: თეირანი მზადაა, განიხილოს აშშ-სთან ერთობლივი მოქმედებები ერაყში


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი მზადაა, განიხილოს ვაშინგტონთან ერთობლივი მოქმედებები ერაყში უსაფრთხოების აღსადგენად, თუკი შეერთებული შტატები ამ ქვეყანაში სუნიტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. „ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტერორისტულ დაჯგუფებებს საქმით და სიტყვებით“, თქვა რობანიმ შაბათს თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მეამბოხეებმა რადიკალური სუნიტური დაჯგუფებიდან „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოო“ ჩრდილოეთ ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩაიგდეს ხელთ, მათ შორის ქალაქები მოსული და თიქრითი და ამჟამად დედაქალაქ ბაღდადისკენ მიიწევენ.
XS
SM
MD
LG