Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსტა-რიკამ სძლია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ურუგვაის ნაკრებს


ბრაზილიაში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობაზე კოსტა-რიკის ნაკრებმა მოულოდნელად დაამარცხა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ურუგვაის ეროვნული გუნდი - 3:1. დღესვე, უფრო ადრე, კოლუმბია-საბერძნეთის შეხვედრა კოლუმბიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა - 3:0. სხვა დღევანდელი მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იტალიისა და ინგლისის ნაკრები გუნდების შეხვედრა, რომელიც თბილისის დროით ღამის 2 საათზე დაიწყება. დღესვე გაიმართება კიდევ ერთი მატჩი: სპილოს ძვლის ნაპირი - იაპონია.
XS
SM
MD
LG