Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს


15 ივნისს, დილის რვა საათიდან საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის პროცესი დაიწყო. კვირას დილით გამართულ პირველ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მანვე ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია სამეგრელოში, მარტვილის N16 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. იქ 15 ივნისს, ღამის 2 საათისთვის ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენები. ცესკოს ინფორმაციით, სამართალდამცავები უკვე მუშაობენ აღნიშნულ საქმეზე. მარტვილის N16 უბანზე ხელახლა ჩატარდება არჩევნები. ცენტრლაური საარჩევნო კომისია არჩევნების დღის განმავლობაში ყოველ ორ საათში გამართავს საინფორმაციო ბრიფინგს.ცესკო პირველ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გამოაცხადებს 13:30 საათზე.
XS
SM
MD
LG